უძრავი ქონების საბროკერო კომპანია "Garant Group" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტების მონაცემების მართვა პროგრამაში
** უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიება
სამუშაო გეგმის შესრულება
** პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობის დამყარება და განვითარება
** მომხმარებლების კმაყოფილებაზე ორიენტირება
** დაგეგმილ აქტივობებზე ყოველდღიური და ყოველკვირეული რეპორტინგი
** შესასრულებელი სამუშაოს ეფექტურად დაგეგმარება და დროის სწორად განაწილება
პიროვნული თვისებები:
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** პრეზენტაბელურობა
** ორგანიზებულობა
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** ინფორმაციის და ინსტრუქციების გაცნობის/ათვისების უნარი
** დროის მართვის უნარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასურველია
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე სავალდებულოა
სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
** ფიქსირებუბლი 500 ლარი + ბონუსები (20%, 25%, 30% და 50%); საბონუსე სისტემის საშუალებით შესაძლებელია ყოველთვიურად 2000 ლარის და მეტის ჯამური შემოსავლის მიღება.
** სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00-დან 19:00 საათამდე,
ჩვენი კომპანია გთავაზობთ:
** საოფისე სამსახურს და კომფორტულ გარემოს
** გაყიდვების ტრენინგს
** სისტემატურ ქოუჩინგს
** საქმის საფუძვლიანად შესწავლას
** აქტიურ, საინტერესო და განვითარებად საქმიანობას მაღალი ანაზღაურებით
ოფისის მისამართი: საბურთალო, ბერბუკის 1 (სპორტის სასახლესთან)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით მეილზე infogarantgroup@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.