www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 3 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. მადარტის უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

თუ გსურთ შემოუერთდეთ მადარტის გუნდს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფილიალის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: საბურთალო, ნაძალადევი, გლდანი, ვაზისუბანი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 1700-2000

ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომელთა მომსახურების სტანდარტების დაცვის მონიტორინგი;
** თანამშრომელთა კომპეტენციის შეფასება პროდუქციის ცოდნასთან მიმართებაში;
** თანამშრომელთა ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვის მონიტორინგი;
** სურსათის უვნებლობის მიერ შემუშავებული სტანდარტების დაცვის მონიტორინგი;
** თანამშრომელთა ვიზუალური იერსახის მონიტორინგი;
** სივრცის წესრიგის კონტროლი;
** თანამშრომელთა დისციპლინის კონტროლი;
** ბარში არსებული ნაშთების კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/madartgeorgia

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge. გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |