შპს "G&A Group" წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს ბრენდი "ნობათის" გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტს და "რერა"-სა და "ხინდას" ნახევარფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.
შპს "G&A Group" აცხადებს ვაკანსიას მაცივარ-საწყობში შეკვეთის ამწყობის პოზიციაზე.
სასურველია გამოცდილებით
მისამართი: ქ.თბილისში, დიდი დიღომი, დ.თავდადებულის ქ. N29.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1000 ₾
ფუნქცია-მოვალეობები:
** უზრუნველყოს ტვირთის უვნებლად გადმოტვირთვა, სორტირება და დატვირთვა.
** ტვირთის, შეფუთვა, აწონვა და მარკირება.
** ტვირთის საწყობში უვნებლად განთავსება.
** დივაისის გამოყენებით არსებული პროდუქციის კონტროლი
** სანიტარული, ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა
** აპარატურის დაზიანებებისა და სხვა სახის ტექნიკური წუნის აღმოჩენის შემთხვევაში საწყობის მენეჯერისთვის დროული ინფორმაციის მიწოდება
** მატერიალური აქტივების დაცვა.
** სასაწყობე ტექნიკის დატენვა.
** სასაწყობე ტექნიკის მართვა (მხოლოდ საწყობის მენეჯერის თანხმობის შემთხვევაში)
** შეკვეთების სწორად და დროულად აგროვება-აწყობა და საწყობის მენეჯერის მოადგილისთვის მიბარება.
** სასაწყობე ნაშთების კონტროლი, საწყობის მენეჯერისთვის დროულად ინფორმაციის მიწოდება საწყობში არსებული მარაგების შესახებ.
** მაცივრებში არსებული პროდუქციის დასაწყობება, დალაგება და FIFO-ს პრინციპით მოქმედება.
** საქონლის მობრუნების კონტროლი, მითვლა, დახარისხება და პროგრამულად ასახვა.
** პერიოდულად ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** მოწესრიგებულობა;
კომპანია უზრუნველყოფს:
** ერთჯერად კვებას (სადილი)
** სამუშაო ფორმას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gagroup.com.ge. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "G&A Group"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში: "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "G&A Group"-მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "G&A Group"-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@gagroup.com.ge
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "G&A Group"-ისთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "G&A Group"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს "G&A Group"-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.