სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის ცვლის უფროსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
** კომპანიისა და სასმელებისა და კვების დეპარტამენტის ინტერესის გათვალისწინებით თანამშრომლების სამუშაო განრიგის შედგენა;
** მომსახურების სტანდარტის მუდმივი კონტროლი; თანამშრომლების დატრენინგება სტუმრის მომსახურების სტანდარტის სფეროში;
** სტუმრის კომენტარის განთვალისწინება და ხელმძღვანელის მუდმივი ინფორმირებულობა. მოახდინოს შესაბამისი რეაგირება უარყოფითი კომენტარის შემთხვევაში;
** უზრუნველყოს საბუღალტრო პროცედურების და დეპარტამენტის ადმინისტრაციული საკითხების შესრულება, როგორიცაა: შიდა გადარიცხვები, რეკვიზიტებისა და ცვლის რაპორტის ამობეჭდვა და სხვა;
** თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებელი და გუნდის ერთიანობისთვის საჭირო აქტივობების ჩატარება;
** ითანამშრომლოს სასტუმროს ყველა დეპარტამენტთან;
** დაეხმაროს თანამშრომლებს და უპასუხოს მათ მიერ დასმულ ყველა კითხვას;
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Career@hi-tbilisi.com
სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.