www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 7 თვიანი პროგრამირების კურსი
მომწოდებელი: სქილვილ აკადემია
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 9 ივლისი

სქილვილ აკადემია - არის ადგილი, სადაც პროგრამირების და ვებ-ტექნოლოგიების სწავლა შეუძლია ყველას, საბაზისო ცოდნის გარეშე.

7 თვიანი პროგრამირების კურსი ნებისმიერი მსურველისთვის.

ზოგადი ინფორმაცია:

სქილვილ აკადემიაში სწავლა შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანს, ვისაც სურს პროფესიის შეცვლა ან ახალი საქმიანობის შესწავლა.

სწავლის ხანგრძლივობაა 7 თვე და მიმდინარეობს დისტანციურად (ონლაინ რეჟიმში), საღამოს 18:00 საათის შემდეგ.

სწავლის დასაწყებად არ არის საჭირო საბაზისო ცოდნა, აკადემიაში ისწავლით ყველაფერს ნულიდან. გაითვალისწინეთ, რომ ქართულ ენაზე სასწავლო მასალების სიმწირის გამო, ძირითადი ნაწილი იქნება ინგლისურ ენაზე.

სრული კურსის (7 თვის) საფასურია - 600 ლარი და გადახდა ხორციელდება წინასწარ, სწავლის დაწყებამდე.

სასწავლო პროგრამა

7 თვის განმავლობაში ყველა სტუდენტი გაივლის რბილი უნარების ტრენინგებს (დროის მართვის, კომუნიკაციის, გუნდში მუშაობის, სხვა.) და დაესწრება მასტერკლასებს.

ეტაპი I - 4 თვის განმავლობაში ყველა სტუდენტი გაივლის ძირითად კურსს:

** შესავალი კომპიუტერულ მეცნიერებებში
** ვებ ტექნოლოგიის საწყისები (HTML, CSS)
** კოდირების საფუძვლები და ძირითადი ცნებები
** ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება
** ვერსიის კონტროლის სისტემა (Git)
** პრაქტიკული დავალებები - მთელი კურსის განმავლობაში

ეტაპი II - მეხუთე თვიდან აირჩევთ სასურველ მიმართულებას და ისწავლით 3 თვის განმავლობაში

არჩეულიდან ერთ-ერთს:

Web:

** ვებ-დიზაინის საფუძვლები
** JavaScript-ის საფუძვლები
** React-ის შესავალი

Back-End:

** სინტაქსი
** RDBS - არა დაკავშირებული DBS, jpa და hibernate
** არქიტექტურული დიზაინები და პატერნები
** სატესტო პროექტი

Mobile:

** მობილური აპლიკაციის დეველოპმენტის მიმოხილვა
** სინტაქსი
** პროტოკოლზე ორიენტირებული პროგრამირება
** UI კომპონენტები

აკადემია უზრუნველყოფს სამსახურის დაწყებისთვის დახმარებას:

** სტუდენტისთვის რეზიუმეს მომზადებაში ჩართულობას;
** გასაუბრებისთვის მომზადებას.

Skillwill Academy-ის კურსზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ბმული

შემოგვიერთდი ჩვენს Facebook Community-ში Skillwill Academy Community



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |