www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟიორი/სარემონტო ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: დეკოლაინი
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 9 ივლისი

სამშენებლო-სარემონტო კომპანია "დეკოლაინი" ახალგაზრდა, დინამიური და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული ორგანიზაციაა. იგი საქართველოს ბაზარზე 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიის საქმიანობა არ შემოიფარგლება სამუშაოთა ვიწრო სპექტრით და გთავაზობთ მრავალმხრივ მომსახურებას: არქიტექტურაში, მშენებლობაში, რემონტსა და დიზაინში. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.

კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მენეჯმენტისა და მულტიტასკინგის უნარების ქონა.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://decoline.ge/

კომპანია "დეკოლაინი" იწვევს მოტივირებულ ახალგაზრდებს სარემონტო ხარჯთაღმრიცხველის სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

მდებარეობა: თბილისი, შ. ნუცუბიძის ქ. 201
სამუშაო გრაფიკი: სრული.
სტაჟირების პროგრამა გრძელდება 1-6 თვემდე. (ანაზღაურებადი)

მინიმალური მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო კუთხით.
** სასურველია excel- ის კარგი ცოდნა.
** კომუნიკაბელურობა და ანალიტიკური აზროვნება;
** სარემონტო/ სამშენებლო მასალებისა და ფასების მცოდე კანდიდატს მიენიჭება უპირატესობა.
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;

ჩვენ გასწავლით:

** საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას საქართველოს სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
** სამშენებლო/სარემონტო დოკუმენტის საფუძველზე სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად საჭირო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მოცულობების განსაზღვრას;
** მშენებლობის პროცესში გამოყენებული მასალების, ნაკეთობებისა და კონსტრუქციების
** სტანდარტებთან და საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობისა და მათი ხარისხის
** კონტროლს;
** უშუალოდ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოების ადგილზე, ვიზიტის მიხედვით სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას.
** კომპანიის შიდა ხარჯების აღრიცხვის დოკუმენტაციასთან შედარებას;
** საპროექტო ნახაზებისა და შესრულებული ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე, სამუშაოთა
** კალენდარული გრაფიკის მომზადებას.
** ფორმა 2-ის შედგენა წარმოების პრინციპებს.

სტაჟირების შემდგომ შერჩეულ კანდიდატებს ჩვენ ვთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან სახელფასო რეინჯს.
** მზარდ კომპანიას დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@decoline.ge, სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "დეკოლიანი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |