www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროგრამის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 8 ივლისი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (http://www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას პროგრამის ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების პროგრამული მართვა, მხარდაჭერა, ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია;
** პროგრამული გატარებების გადამოწმება/კორექტირება;
** მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში), საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** პროგრამის პროცესების აღწერილობის შექმნა;
** პროგრამის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფაში ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) კარგად ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** პედანტურობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

ანაზღაურება -შეთანხმებით;
სამუშაო გრაფიკი - სრული;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 8 ივლისი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე HR@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "პროგრამის ადმინისტრატორი".

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |