www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინრების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 9 ივლისი

კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინრების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის და მისი კლიენტების კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის (სკანერი, პრინტერი ) აპარატურული ხარვეზების მხარდაჭერის პროცესის მართვა და შესრულების უზრუნველყოფა;
** კომპანიის და მისი კლიენტების კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის (სკანერი, პრინტერი ) სისტემური და პროგრამული უზრუნველყოფების მხარდაჭერის პროცესის მართვა და შესრულების უზრუნველყოფა;
** კომპანიის და მისი კლიენტების კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის (სკანერი, პრინტერი ) შესაძლებლობების მუდმივი კონტროლის პროცესის მართვა ორგანიზაციის საინფორმაციო რესურსებისათვის რელევანტურობის დადგენის მიზნით;
** კომპანიის და მისი კლიენტების მიერ დაფიქსირებული ინციდენტების/სერვისული მოთხოვნების მხარდაჭერის პროცესის მართვა და შესრულების უზრუნველყოფა;
** გეგმური და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების პროცესის მართვა და შესრულების უზრუნველყოფა;
** ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინრების მიერ ყოველდღიურად შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინრების კვალიფიკაციების უზრუნველყოფა დაგეგმილი განვითარების გეგმის შესაბამისად;
** ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინრების ჯგუფის ფარგლებში მიმდინარე პროექტების მონიტორინგი და შესრულების უზრუნველყოფა;
** ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინრების ჯგუფის ადამიანური რესურსების დატვირთვის განაწილების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების წარმომადგენლების დახმარება კლიენტისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების აუთსორსინგული სერვისების მიწოდების/შეთავაზების პროცესში;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავების პროცესში მონაწილეობა;
** საკუთარი ამოცანების შესასრულებლად საქმიანობაში არსებული პრობლემებისა და შესაძლებლობების შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება.

აუცილებელი პროფესიული ცოდნა და უნარები:

** Microsoft windows 7/10 ოპერაციული სისტემები;
** Microsoft Office/365 აპლიკაციები;
** Microsoft Active Directory User Management;
** Microsoft Exchange User Management;
** Computer and Peripheral Hardware;
** Ethernet based LAN principles and standards, TCP/IP protocols;
** ვიდეო სამეთვალყურეო მოწყობილობები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი;
** აუცილებელია ინგლისური ენის (მინიმუმ B1 დონე) და სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** ITIL სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება: კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის (სკანერი, პრინტერი) მხარდაჭერის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** გუნდის მოტივირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პრობლემების ანალიზის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 09 ივლისის ჩათვლით ელ.ფოსტაზე: vacancy@ugt.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინრების ჯგუფის უფროსი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება "იუ-ჯი-თი"-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.

დიდი მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |