www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ცხელი კერძების მთავარი მზარეული
მომწოდებელი: მზამზარეული პლუსი
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 27 ივნისი

შპს "მზამზარეული" არის მზა კვებისა და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია, რომელიც დაარსდა 2018 წელს. ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქსელურ თუ არაქსელურ სუპერმარკეტებში. შპს "მზამზარეული" (https://www.mzamzareuli.com/) აწარმოებს ხორცპროდუქტებს, მზა კერძებს, სალათებს, ხორცის ნახევარფაბრიკატებს, ცომეულის ნახევარფაბრიკატებს, ასევე გამომცხვარ პროდუქტებს. კომპანია არის სწრაფად მზარდი.

შპს "მზამზარეულის" შვილობილი კომპანია შპს "მზამზარეული პლუსი" აცხადება ვაკანსიას ცხელი კერძების მთავარი მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალის გზატკეცილი N43 (ზაჰესი)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-საათამდე
ანაზღაურება: 900 ლარიდან გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ცხელების სამზარეულოს უბანზე კერძების მომზადებისა და უბნის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ასორტიმენტის მართვაში ჩართულობა;
** ცხელების უბანზე მოსამზადებელი შეკვეთების შესახებ ინფორმაციის მიღება და საწარმოო დღის დაგეგმვა;
** წარმოების პროცესისათვის აუცილებელი სასურსათო ნედლეულის, საჭიროების განსაზღვრისა და მომარაგების კონტროლი, წარმოების უფროსის საქმის კურსში ჩაყენება;
** უზრუნველყოს პროდუქციის, ასორტიმენტისა და ხარისხის მაქსიმალური შესაბამისობა მომხმარებლის მოთხოვნილებასთან მიმართებაში: (ჩართულობა)
** უბანზე არსებული პროდუქციის ნაშთების შემოწმება;
** პირველადი დამუშავების შემდგომ ნედლეულისა და ნარჩენი პროდუქციის აწონა და წონების დაფიქსირება/ასახვა "დანაკარგი პროდუქტის" წონის განსაზღვრის მიზნით;
** კერძების მომზადების პროცესის კონტროლი და ჩართულობა;
** მზა პროდუქციის აწონა, წონების დაფიქსირება და დაფასოების უბნისთვის მითვლა;
** მარაგის კონტროლი და შენახვის პირობების/ვადების დაცულობის კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - სასურველია კულინარიის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პროცესების ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** ჩვენი კომპანია გთავაზობთ მუშაობას კომფორტულ და გუნდურ გარემოში.
** შერჩევის ეტაპებია: რეზიუმეების გადარჩევა და ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში 2022 წლის 27 ივნისის ჩათვლით გადმოგზავნეთ თქვენი CV კომპანიის ელ.ფოსტაზე info@mzamzareuli.com და სათაურის (subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება.

ტელ: 595089767

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |