www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის დირექტორი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის დირექტორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება, დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელება;
** კომპანიის საწარმოო მიმართულების გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ფილიალის ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა და კოორდინირება;
** თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური მონიტორინგი, შედეგებიდან გამომდინარე საჭირო ღონისძიებების გატარება;
** თანამშრომელთა შეფასების სისტემის შემუშავებასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა HR დეპარტამენტთან ერთად;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა საქმიანობის ყოველდღიური კონტროლი და გუნდის განვითარებაზე ზრუნვა;
** თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემის შემუშავება და დანერგვა;
** შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობის ზრდის მიზნით სტრატეგიული ღონისძიებების გატარება;
** მჭიდრო კომუნიკაცია კომპანიის ხარისხის განვითარების მენეჯერთან პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ინიციატივების გაცნობის მიზნით;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სასურველია საწარმოო სფეროში;
** უმაღლესი განათლება;
** MS Office-ის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/madartgeorgia
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@madart.ge. გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |