ქსოვილების მაღაზია "ზემელის ტექსტილი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** არსებული პროდუქციის განთავსება დარბაზში კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა.
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
** სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესად ჩაითვლება ქსოვილების მაღაზიაში ან სამკერვალო სფეროში სამუშაო გამოცდილება.
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა სავალდებულოა;
** გამართული ზეპირი კომუნიკაციის უნარი
პიროვნული მახასიათებლები:
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო განრიგი: კვირაში 6 დღე (10:00-20:00).
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: zemelitextile@gmail.com
ტელ: 577 560999.