www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფთალმოლოგი
მომწოდებელი: კენარი
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

შპს "კენარი" აცხადებს ვაკანსიას ოფთალმოლოგის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტებისთვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა;
** მათი დიაგნოსტირება და მკურნალობა;
** პაციენტებისთვის სამკურნალო დანიშნულების გაცემა;
** საერთაშორისო გაიდლაინების და შიდა პროტოკოლების ზედმიწევნით ცოდნა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის დადგენილი წესით წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება/ ბაკალავრი/რეზიდენტი;
** სამუშაო გამოცდილება ოპტიკაში ან/და სამედიცინო დაწესებულებაში;
** მუშაობის გამოცდილება თანამედროვე აპარატურასთან (რეფრაქტომეტრთან და ნაპრალოვან სანათთან);
** სასურველია კონტაქტურ ლინზებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

კომპანია "კენარის" მიერ შეთავაზებული ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@kenari.ge და გთხოვთ, "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ოფთალმოლოგი"

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 15 ივლისი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |