www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HoReCa მენეჯერი
მომწოდებელი: ყავის აკადემია
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

"Coffee Academy" ეძებს გუნდის ახალ წევრს "ჰორეკა" გაყიდვების მიმართულებით - მენეჯერის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** გაყიდვებში HoReCa მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** HoReCa კლიენტების კონტაქტების ქონა;
** თბილისის HoReCa ქსელის კარგად ცოდნა (რეგიონები ჩაითვლება პრიორიტეტად);
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა (მიმოწერა, საუბარი);
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა;

მოვალეობები:

** HoReCa ქსელში პროფესიონალური ტექნიკის პრეზენტაცია და შემდგომი რეალიზაცია;
** HoReCa ქსელში ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების პრეზენტაცია და შემდგომი რეალიზაცია;
** HoReCa ქსელში ბარისტების გადასამზადებელი პროფესიონალური კურსების პრეზენტაცია და რეალიზაცია;
** ახალი პროექტების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის წარმართვა;
** სხვადასხვა სახის შეთავაზებების და აქციების დაგეგმვა;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
** რეპორტინგი მენეჯმენტთან

სამუშაო განრიგი:

კვირაში 5 დღე: 10:00 - 19:00
ადგილმდებარეობა: ჰუალინგ პლაზა (ძირითადად ვიზიტების კლიენტებთან)

ანაზღაურება:

ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან: 75%+25%
უფასო სასაუბრო დრო
კორპორატიული დაზღვევა

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: info@coffeeacademy.guru. გთხოვთ პოზიციის დასახელება "HoReCa მენეჯერი" მიუთითეთ ელფოსტის სათაურში ("subject"-ში).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |