www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: ნეოფარმი+
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / განცხადების ვადა: 16 ივლისი

კომპანია "ნეოფარმი+" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

"ნეოფარმი+" არის გამოცდილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და საწარმოო მიმართულებით. იგი აფართოებს და ზრდის აქტივობის არეალს ყოველდღიურად. მისი სააფთიაქო ქსელი აერთიანებს 60-ზე მეტ ფილიალს და სამ ფარმაცევტულ ბაზას საქართველოს მასშტაბით. "ნეოფარმი+" მუდმივად ახდენს საკუთარი სააფთიაქო ქსელის განვითარებას. კომპანიის მიზანს წარმოადგენს, მომხმარებელთათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდება.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი და ბონუსი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების მიღება, გაფორმება და დაჯგუფება;
** სატელეფონო მომსახურების გაწევა მომხმარებლებისთვის;
** სააფთიაქო ქსელების მომარაგება; ნაშთების გაკონტროლება;
** უკან დაბრუნებული პროდუქციის პროგრამული გატარება;
** ხელმძღვანელის მიერ მიმდინარე სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
** წინასწარ დადგენილი პერიოდულობით უშუალო ხელმძღვანელთან წერილობითი ანგარიშგება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ფარმაცევტული განათლება;
** მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office პროგრამების გამართულად ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პრეზენტაციების მომზადებისა და ეფექტურად წარდგენის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@neopharmi.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ოპერატორი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

"ნეოფარმი+" გისურვებთ წარმატებას!

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ნეოფარმი+"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე განცხადების განხილვის ეტაპზე, რაც მოიცავს, კანდიდატის მიერ გამოგზავნილ CV-ში და მის თანდართულ დოკუმენტებში ასახულ მონაცემებს (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები") შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე განაცხადის შენახვის და განხილვის, ასევე კანდიდატის შერჩევის პროცესში დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით.

თუ გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, მოახდინოს მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: hr@neopharmi.ge, ტელ: 577 545 097

კანდიდატის პერსონალური მონაცემების გაგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ გაეცნო და წინააღმდეგი არ არის პერსონალური მონაცემი შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახული იქნას ზემოთ მითითებული მიზნით და ვადით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |