www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკრედიტო ექსპერტი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე ქუთაისის სერვისცენტრის საკრედიტო განყოფილებაში.

ადგილმდებარეობა: ქ.ქუთაისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება, პოტენციური კლიენტების მოძიება
** კლიენტის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი
** სასესხო პროექტის დოკუმენტაციის შეგროვება
** პროექტის ანალიზის დასკვნის მომზადება
** პროექტის საკრედიტო კომიტეტისათვის განსახილველად გადაცემა
** გაცემული სესხების მონიტორინგი
** პრობლემური სესხების გამოვლენა და ანალიზი
** სასესხო პორტფელის მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

** უმაღლესი განათლება ფინანსების საბანკო ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით
** მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე
** ფინანსური უწყისების მაღალ დონეზე მომზადების უნარი
** ქართული ენის მაღალ დონეზე ფლობა
** სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel)
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებისადმი ყურადღება
** კარგი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა CV უნდა გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე: vacancy@cartubank.ge

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით CV-ს, განაცხადები არ იქნება განხილული.

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 ივლისი.

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |