www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარიხის მართვის ოფიცერი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

ახალი ლიბერთი - ახალი ცხოვრებისთვის!

ვაცხადებთ ვაკანსიას ხარისხის მართვის ოფიცრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი, კომერციული ოპტიმიზაციისა და ხარისხის მართვის განყოფილება.

ძირითადი მოვალეობები:

** წინასწარ განსაზღვრულ სტანდარტსა და პროცედურებზე დაფუძნებით ფილიალების, სერვის ცენტრების და მომსახურების სხვა ობიექტების სამუშაო პროცესზე დაკვირვება;
** ბანკის პროდუქტების დეტალური აღწერილობის შესაბამისად, მომსახურების მიწოდების პროცესის მონიტორინგი და აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული ხარვეზების იდენტიფიცირება;
** მომსახურების ხარისხის კვლევა, წინა ხაზის ოფისის თანამშრომლების მომსახურების პროცესზე დაკვირვება;
** საჭიროებიდან გამომდინარე, შეფასების სხვადასხვა ფორმების გამოყენება;
** დაკვირვების შედეგებზე დეტალური დასკვნისა და ანგარიშის წარმოდგენა;
** მომხმარებელთა საჩივრების განხილვა და მათზე რეაგირება;
** მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილი შეუსაბამობის/ხარვეზების შესახებ მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და მათი დროული აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში დაფიქსირებული შეუსაბამობის მონიტორინგი, ანალიზი.

პროფესიული უნარები:

** საბანკო პროდუქტების, სერვისების, პროცედურების და საქმიანობის სპეციფიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Windows: Word, Excel, Visio; Powepoint; Outlook.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო);
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში (სასურველია საბანკო სექტორში).

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემების ანალიზის და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2022 წლის 4 ივლისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://www.libertybank.ge) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).
კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |