www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ ცენტრის ხარისხის მენეჯერი
მომწოდებელი: CMX Solutions
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

გერმანული კომპანია "სი ემ იქს სოლუშენს"-ი 2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, ფილიალებით ბერლინში, სკოპიეში, ერევანსა და თბილისში. მრავალენოვანი ქოლცენტრის საშუალებით მომსახურებას ვუწევთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს. ორიენტირებული ვართ შემომავალ და გამავალ ზარებსა და ელექტრონული კორესპონდენციის დამუშავებაზე.

ამჟამად "სი ემ იქს სოლუშენს"-ი აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ხარისხის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გარე კლიენტებთან ურთიერთობა. შიდა დაინტერესებულ პირებთან, მომსახურების ხარისხთან დაკავშირებულ მიმართვებზე და კითხვებზე რეაგირება;
** ხარისხთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგი, დაგეგმვა და შესრულების უზრუნველყოფა;
** ხარისხის გუნდის კოორდინაცია და ხარისხობრივი ინდიკატორების მიღწევის უზრუნველყოფა;
** მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული სხვადასხვა რეპორტის წარმოება, ანალიზი. ხარისხის გაუმჯობესების გზების ძიება და შეთავაზება;
** ქოლცენტრის ოპერატორების შერჩევის პროცესში მონაწილეობა
** გუნდის მართვა, მოტივაცია. თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვა;
** ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტებისთვის ამოცანების კოორდინაცია და განაწილება;
** ყოველდღიურ მონაცემებზე დაყრდნობით უკუკავშირი თანამშრომლებთან; რეგულარული პრეზენტაციების მომზადება;
** თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების მართვა. მათ შორის სატრენინგო მასალების მომზადება;
** კომპეტენციის ფარგლებში, ამოცანის შესასრულებლად მენეჯმენტის სხვა დავალებების შესრულება.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** გერმანული ენის მაღალ დონეზე ფლობა, როგორც ზეპირი ისე წერილობითი ფორმით;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე. ქოლ ცენტრში მუშაობის გამოცდილება სასურველია, თუმცა არა სავალდებულო;
** მონაცემების დამუშავების და ანალიზის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ორგანიზებულობა.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, მოქნილი სამუშაო საათები - 08:00-18:00 CET შუალედში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV გერმანულ, ან ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: jobs@cmx-solutions.com

აპლიკაციის წარდგენით ვაცხადებ თანხმობას, რომ შპს "სიემიქს სოლუშენს"-მა რეკრუტირების პროცესთან დაკავშირებით შეინახოს ჩემ მიერ მოწოდებული დოკუმენტები და პერსონალური მონაცემები 3 წლის ვადით დასაქმების კამპანიაში მათი შემდგომი გამოყენების მიზნით.

ამავე დროს ინფორმირებული ვარ, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია უარი განვაცხადო თანხმობაზე, თუმცა ვიცი, რომ უარის შემთხვევაში შპს "სიემიქს სოლუშენს" ვეღარ შეძლებს ჩემთან დაკავშირებას სამომავლო პოტენციური რეკრუტირების პროცესში, იმ პოზიციებთან მიმართებით რომელიც შესაძლოა შესაფერისი იყოს ჩემი კანდიდატურისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |