www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექსტერიერ/ინტერიერის დიზაინერი
მომწოდებელი: ავერსი ფარმა
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 18 ივლისი

შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ექსტერიერ/ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ინტერიერის/ექსტერიერის დიზაინი
** ავეჯის დიზაინი
** სარეკლამო სივრცის დაგეგმარება;
** მასალების სელექცია და დიზაინი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (არქიტექტურის/დიზაინის ან ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტი)
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინში;
** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (ArchiCAD ან AutoCAD, Adobe Photoshop, Corel Draw ან Adobe Illustrator, Adobe InDesign)
** პროგრამა 3D Max-ის ცოდნა
** კრეატიულობა; ინიციატივიანობა
** განვითარებაზე ორიენტირებულობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: vacancy@aversi.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება), ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე:

** ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575); 2 910238

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 18.07.2022 წ.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |