www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრობლემური სესხების მართვის ექსპერტი
მომწოდებელი: მისო ევროკრედიტი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

მიკროსაფინანსო კომპანია სს "მისო ევრო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების მართვის ექსპერტის პოზიციაზე.

სს "მისო ევრო კრედიტი" (https://eurocredit.ge) არის ევროპული მოდელის საერთაშორისო კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. "ევროკრედიტი" წარმოდგენილია საქართველოს 6 დიდ ქალაქში 11 ფილიალით და მომხმარებლებს სთავაზობს ავტო და ბიზნეს სესხებს.
"ევროკრედიტის" გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებიც საქმის ექსპერტული ცოდნითა და დიდი გამოცდილებით გამოირჩევიან. კომპანიაში შექმნილია თავისუფალი გარემო, რაც თანამშრომლების ლოიალობასა და კეთილგანწყობას განაპირობებს.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

** ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის ანალიზი/დამუშავება;
** დავალიანების დაფარვის მიზნით, პრობლემურ მომხმარებელთან მოლაპარაკების წარმოება;
** ვადაგადაცილებაში მყოფ მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია და ვიზიტები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური მიმართულებით);
** ვადაგადაცილებულ სესხებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საკრედიტო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ავტომანქანის მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** აუცილებელია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი.

დამატებითი უნარები:

** მოლაპარაკების ეფექტური წარმართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პრინციპულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@eurocredit.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციისა დასახელება.

შემდეგი ეტაპისათვის კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |