"კოლექტივ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის ოფიცრის პოზიციაზე.
დეპარტამენტი: უსაფრთხოება
ადგილმდებარეობა: აბასთუმანი
გრაფიკი: ცვლიანი
ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ხელზე ასაღები ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიურად ჩაატაროს სამშენებლო ობიექტის შემოვლა და შემოწმების პროცესი;
** გამოავლინოს და აღმოფხვრას შემოწმების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზები;
** აღრიცხოს და აკონტროლოს ობიექტზე მყოფი ვიზიტორები;
** უზრუნველყოს თანამშრომლების მიერ შიდა წესების დაცვა;
** მუდმივად აკონტროლოს მოსალოდნელი ხანძრის ან განგაშის საშიშროება და იყოს მზადყოფნაში საჭირო ზომების მისაღებად უსაფრთხოების დაცვის მიზნით;
** მოახდინოს კამერების მონიტორინგი გაწერილი სტანდარტების მიხედვით;
** შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში, შეადგინოს მოკლე და ზუსტი მოხსენება. ინფორმაცია გადასცეს უშუალო ხელმძღვანელს შემდეგი პუნქტების ჩათვლით ქურდობა, რაიმე სახის ინციდენტი, უბედური შემთხვევა, ხანძარი და სხვა.
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური)ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ფიზიკური გამძლეობა;
** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომპიუტერული პროგრამების: Microsoft (Excel, Word) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-მისამართზე hr@collectivedv.com