www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: იზივეი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

კომპანია "იზივეი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საინფორმაციო ზარებზე რეაგირება;
** მომსახურების სტანდარტის ზედმიწევნით ცოდნა და დაცვა;
** გამავალი ზარების განხორციელება.
** წუნდებულ ნივთზე გამოძახების დაფიქსირება;
** კურიერის ადგილმდებარეობის დაზუსტება და მომხმარებლამდე ინფორმაციის მიწოდება.
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლების გადამისამართება და მონიტორინგი;
** შემოსული ზარების აღრიცხვა, სორტირება საკითხების მიხედვით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
** პასუხისმგებლობა;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;

ანაზღაურება ფიქსირებული 700 ლარი 1 თვე მეორე თვიდან 850 ლარი, გამოსაცდელი ვადა 1 კვირა (არაანაზღაურებადი)
სამუშაო საათები 10:00-19:00 მდე. ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით.
კვირაში 2 დასვენების დღე კვირა და ერთი ნებისმიერი სამუშაო დღე შერჩევით.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: პირველი ეტაპი იქნება სატელეფონო გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილზე გასაუბრება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: vacancyforbusiness@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 591005579. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მტვირთავი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |