www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი UC Berkeley-ის პროგრამაში
მომწოდებელი: Future Laboratory
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

მარკეტინგის მენეჯერი UC Berkeley-ის ინოვაციების და მეწარმეობის პროგრამაში .

UC Berkeley SCET- პარტნიორი, Future Laboratory- ი და საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ინოვაციების და მეწარმეობის ინსტიტუტის მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

Future Laboratory-ის და საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებულ ინოვაციების და მეწარმეობის ინსტიტუტი წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის, UC Berkeley- ის პარტნიორს და ახორციელებს სამაგისტრო პროგრამას აღნიშნულ უნივერსიტეტთან ერთობლივად.

ინოვაციების და მეწარმეობის ინსტიტუტის სტუდენტები 1 სტარტაპ სემესტრს ბერკლის უნივერსიტეტში გაივლიან.

მარკეტინგის მენეჯერი ჩართული იქნება ინსტიტუტის და პროგრამის მარკეტინგული პროცესების დაგეგმარების და განხორციელების პროცესში, უზრუნველყოფს პროგრამის რეგიონალურ მომხმარებლებში ცნობადობის ზრდას, წარმართავს შესაბამის მარკეტინგულ კამპანიებს და აქტივობებს სტუდენტების და პარტნიორების მოსაზიდათ, ასევე იქნება ჩართული სტარტაპ სააქსელერაციო პროგრამებში და აქტივობებში.

ძირითადი ფუნქციები:

** ინოვაციების და მეწარმეობის სამაგისტრო პროგრამის მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება
** საქართველოს და რეგიონალურ ჭრილში ინოვაციების და მეწარმეობის სამაგისტრო პროგრამის ცნობადობის ზრდა
** სამაგისტრო პროგრამაში სტუდენტების მოზიდვა
** კორპორატიული პარტნიორების მოზიდვა საქართველოში და რეგიონში
** საერთაშორისო და ადგილობრივ მენტორებთან, ინვესტორებთან და სტარტაპებთან ურთიერთობა, მათი გაერთიანება მენტორულ და პარტნიორების ქსელში;
** სტარტაპ სააქსელერაციო პროცესის ორგანიზებაში და მართვაში მონაწილეობა
** სტარტაპ ღონისძიებების დაგეგმარება;
** ღონისძიებებისათვის შესაბამისი აუდიტორიის მომზადება ტექნიკურად.
** ინფორმაციის გავრცელება ტარგეტირებულ აუდიტორიაზე;
** ახალი აქტივობის დაგეგმვა და გუნდისთვის გაცნობა;
** სოც. ქსელების (facebook, instagram, linkedin) მართვა;
** სოც.მედია ანალიტიკა
** მარკეტინგული მასალების მომზადება (დიზაინერთან ერთად);
** მომხმარებელთან კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (შესაძლოა დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) ბიზნეს ადმინისტრირების/ მარკეტინგის მიმართულებით;
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** პროექტების მართვის გამოცდილება;
** Canva-ს აპლიკაციის ცოდნა ვიზუალური მასალების მოსამზადებლად;
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე
** სასურველია Google analytics ცოდნა
** ერთდროულად სხვადასხვა პროექტებზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციური უნარები, როგორც ვერბალური, ასევე არავერბალური;
** ლიდერული უნარები;
** კრეატიულობა;
** ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა;
** ენების ცოდნა
** ინგლისური - C1 (მაღალ დონეზე როგორც სალაპარაკო ასევე წერითი)

ხელფასი: ხელზე 2000 ლარიდან + ბონუსები

რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (აუცილებელია! დაწერეთ თუ რატომ გსურთ ამ საკითხზე მუშაობა) გამოაგზავნეთ მისამართზე: ikashibadze@futurelab.ge

კანდიდატის პირველადი შერჩევის შემთხვევაში, განხორციელდება 1 კვირის განმავლობაში გამოსაცდელი სამუშაო პროცესი, დღეში 1-2 საათით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |