www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საზაფხულო დასაქმება
მომწოდებელი: მეამა
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / განცხადების ვადა: 14 აგვისტო

მეამა ქოლექთში, ქ. ბათუმში საზაფხული სეზონური პროექტისთვის ვეძებთ ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ მრავალფეროვან პროდუქტებთან მუშაობა და უყვართ ხალხთან კომუნიკაცია.

მეამა "ქოლექთი" არის ახალი კონცეფციის Takeaway ობიექტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს, როგორც მეამას კაფსულის უნიკალურ გემოებს, ასევე ყავაზე და ჩაიზე დაფუძნებულ სხვადასხვა კოქტეილებს.

ჩვენ გთავაზობთ:

** აქტიურ და საინტერესო დროებით სამსახურს ქ. ბათუმში
** კომფორტულ სამუშაო გრაფიკს (ცვლების მიხედვით კვირაში 40სთ.)

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** ცივი და ცხელი ყავის სხვადასხვა სახეობის სასმელების მომზადება
** მეამას ყავასა და ჩაიზე დაფუძნებული კოქტეილების მომზადება
** სალარო ოპერაციების შესრულება

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა სრულყოფილად
** ბარისტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით ელ. მისამართზე: career@meama.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - მეამა, საზაფხულო დასაქმება

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 14 აგვისტო.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |