შპს "დაფნა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
კომპანიის საქმიანობა: ჯანსაღი და ორგანული ხილ-ბოსტნეულისა და საოჯახო პროდუქტების რეალიზაცია.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: (9:00-22:00)
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის პლატო, ავთო ვარაძის #16 (მე-4 და მე-5-ის კვეთა)
** ანაზღაურება: ხელფასი (დღე 40 ₾+ სტაჟის დანამატი.)
მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქტის პრეზენტაცია;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** დარბაზში სისუფთავის დაცვა;
** თაროების ახალი პროდუქციით რეგულარულად შევსება, კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.
უნარ-ჩვევები:
** გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: daphna.2018dpn@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 522 100
სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება: "კონსულტანტი".
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.