www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: თბილისი მედიკ
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 18 აგვისტო

თბილისი მედიკი მე-12 წელია ახორციელებს სამედიცინო მასალების იმპორტს და რეალიზაციას. ასევე აპარატურის მონტაჟს და მათ შემდგომ მომსახურებას.

კომპანიის განაცხადია: "ყველა სამედიცინო პროდუქტი ერთ სივრცეში".

ჩვენ მიერ გაწეული ყველა სამუშაო ემსახურება იმას, რომ მომხმარებლებმა ერთ სივრცეში მიიღონ სამედიცინო დაწესებულებისთვის და პაციენტებისთვის საჭირო ნებისმიერი პროდუქტი. ჩვენი გუნდი ქართული სამედიცინო სფეროს მხარდასაჭერად ძალისხმევას არ ზოგავს.

ცხადდება ვაკანსია მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქუთაისში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის კონსულტირება გადაწყვეტილების მიღებაში;
** ორიენტირებულობა მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** კორპორატიული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგებაში მონაწილეობის მიღება გუნდთან ერთად;

ძირითადი მოთხოვნები:

** 1+ წელი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** სამედიცინო პროდუქციის გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Office);
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** აკურატულობა და დეტალზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე - 09:30 - 19:00 სთ
ანაზღაურება: 450 ლარი + ბონუსი (საშუალოდ 650-900 ლარი)
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქუთაისი, ზ.გამსახურდიას 22

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: HR@tbilisimedic.ge 2022 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "მოლარე-კონსულტანტი".

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით CV-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |