www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" გახლავთ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფეროა საგადასახადო და ფინანსური აუდიტი, იურიდიული მომსახურება, ადამიანური რესურსების მართვა, პროგრამული უზრუნველყოფა და IT მხარდაჭერა.

კომპანიის მთავარ აქტივს წარმოადგენს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც მუდმივად მზადაა ინოვაციებისა და განვითარებისათვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოტივირებული, და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები, რომლებსაც ჩვენს გუნდში მოხვედრით ექნებათ შანსი ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად.

კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" პარტნიორი სადისტრიბუციო კომპანიისათვის, რომლის პორტფელშიც არის მსხვილი საერთაშორისო ბრენდები, აცხადებს ბრენდ მენეჯერის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00სთ-17:30სთ;
ანაზღაურება: 2000 ლარი (3 თვის შემდეგ ემატება საბონუსე სისტემა 500 ლარის ოდენობით);
ბენეფიტები: სასაუბრო დრო, ჯანმრთელობის დაზღვევა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** უცხოელ მომწოდებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია (როგორც წერილობითი ასევე ზეპირი);
** შესყიდვებისა და გაყიდვების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
** კონკურენტული გარემოს, ბაზრის ტენდენციების და ბრენდის ზრდის შესწავლა/ანალიზი;
** მიმდინარე და პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების სტიმულირების და ბრენდის განვითარებისათვის სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და შესრულების მონიტორინგი;
** პრეზენტაციების მომზადება/წარდგენა;
** სხვადასხვა სახის რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მარკეტინგის მიმართულებით;
** სასურველია საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** Microsoft Office-ის ცოდნა მაღალ დონეზე.

დამატებითი უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** მათემატიკური უნარები;
** დროის მართვის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@aacc.ge. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბრენდ მენეჯერი".

აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |