www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სუსტი დენების სპეციალისტი/ელექტრიკოსი
მომწოდებელი: ინვეტ ფიდი
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / განცხადების ვადა: 25 აგვისტო

ვეტერინარული კომპანია "ინვეტ ფიდი" აცხადებს ვაკანსიას სუსტი დენების სპეციალისტის/ელექტრიკოსის პოზიციაზე.

კომპანია "ინვეტ ფიდი", როგორც შპს "ინვეტი"-ს შვილობილი კომპანია, ქართულ ბაზარს ევლინება 2015 წლიდან და აწარმოებს ცხოველებისა და ფრინველების კომბინირებულ საკვებს.

კომპანია ორიენტირებულია ქართული წარმოების განვითარებაზე, შესაბამისად მისი უპირატესობაა წარმოებაში ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება და მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის დამზადება.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო ადგილი: ქ. მცხეთა (თბილისში მაცხოვრებელისთვის კომპანია უზრუნველყოფს საკუთარი ავტომობილით ტრანსპორტირებას/სამსახურში მიყვანას და უკან წამოყვანას)
კვება: ერთჯერადი კვება კომპანიის ხარჯზე
ბენეფიტი: დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** სუსტი ელ გაყვანილობის მონტაჟი;
** მანქანა დანადგარებთან ელ გაყვანილობის მიყვანა და მონტაჟი;
** დაზიანებული ელექტრო გაყვანილობის დემონტაჟი და ახლის მონტაჟი;
** ელექტროგანათების ხაზების კონტროლი და მონიტორინგი;
** ელექტროგაყვანილობის გამართულობის შემოწმება;
** შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ელ ნახაზების წაკითხვის უნარი

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;

"ინვეტ ფიდი" გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2022 წლის 25 აგვისტომდე.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |