კომპანია "მადარტ დელივერი" სამუშაოდ გიწვევთ ტექნიკური სამსახურისა და კურიერების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე!
სამუშაო ადგილი: თბილისი, პეკინი/წერეთელი (მონაცვლეობით)
სამუშაო გრაფიკი: სრული - კვირაში 5 დღე
ანაზღაურება 1000-1300 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** ტექნიკური სამსახურისა და კურიერების ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი;
** ტექნიკური სამსახურის თანამშრომლების მიერ, შესაბამისი აქტების დროულად და სრულყოფილად შევსების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** სატრანსპორტო საშუალების მრეცხავის მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
** კომპანიის საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებების გამართულობის კონტროლი;
** კომპანიის საწყობის მუდმივი წესრიგის უზრუნველყოფა;
** ტექნიკური სამსახურისა თანამშრომელთა და კურიერების დისციპლინის კონტროლი;
** დღის განმავლობაში დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორება (მაგ: მოპედის დაზიანება; ტერმინალის დაზიანება და სხვ.);
** მიტანის სერვისით დაფიქსირებული შეკვეთების სწორი და დროული ადმინისტრირება;
** კურიერების მიერ, დღის დახურვისა და სხვა საჭირო აქტების სრულყოფილად შევსების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** კურიერებისათვის შეკვეთების სწორი განაწილება.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ვერბალური კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალების მიმართ ორიენტირებული.
მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება): vacancy@mdelivery.ge