"ფაბრიკა 1900" გოფრირებული მუყაოს შესაფუთი მასალების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში.
შესაფუთი მასალა, რომელსაც კომპანია ქმნის, არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერტიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.
კომპანიის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ საიტზე: http://fabrica1900.ge/
კომპანია აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე - დანადგარის ოპერატორის დამხმარე.
ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:
სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი (თბილისიდან და პირიქით ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:00 - 18:00, 1 საათი შესვენება
ანაზღაურება: 800-1000 ლარი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 3
ძირითადი მოვალეობები:
** დანადგარის მართვის პროცესში ჩართულობა;
** წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** დანადგარის მუშაობასთან დაკავშირებული ხარვეზების დროული აღმოჩენა, შესაბამისი სამსახურის ინფორმირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სრული ზოგადი და/ან პროფესიული განათლება;
** მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
** სარეკლამო სფეროში მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** გამოსაცდელი ვადა;
** არაფინანსური სარგებელი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ტრანსპორტირების ხარჯის დაფარვა.
თუ აკმაყოფილებთ თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ გუნდს, რომელიც გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებას, გამოწვევებით სავსე, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, 27 აგვისტოს ჩათვლით გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: HR@fabrica1900.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - დანადგარის ოპერატორის დამხმარე
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 32 212 20 30 (შიდა ნომერი - 1015);
რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "ფაბრიკა 1900"-მა დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.
"ფაბრიკა 1900" გისურვებთ წარმატებებს!