მაღაზიათა ქსელი "ჯორჯიტა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება 700 ლარი (ხელზე ასაღები + ბონუსი).
** სამუშაო გრაფიკი: 8 საათი დასვენება კვირაში 1 დღე.
აუცილებელი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** სალარო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება (შესაძლებელია ადგილზე შესწავლაც).
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის მინიმალური ცოდნა
** სასურველია MS Word/MS Excel - სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მოვალეობები:
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
** დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** კომუნიკაბელურობა;
** სისხარტე;
** თავაზიანობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე: hr@euro-line.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. სხვა შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება!
გისურვებთ წარმატებებს!