www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება HR მართვის დეპარტამენტში
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" მსურველებს იწვევს ანაზღაურებად სტაჟირებაზე ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში!

მდებარეობა: თბილისი (ბელიაშვილის 145)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: 350 ლარი

სტაჟირების პროცესში საშუალება გექნებათ მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება:

** HR ადმინისტრირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** შერჩევის პროცესში ჩართულობა;
** თანამშრომელთა სამუშაო აღრიცხვის ცხრილების შემოწმება;
** სხვადასხვა HR პროცესში მონაწილეობის მიღება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ადამიანური რესურსების მართვის, შრომის და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/madartgeorgia

ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა აქტიურ ვაკანსიას ქვემოთ მითითებულ ლინკზე: https://jobs.ge/?view=client&client=madart

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 სექტემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |