ამერიკული პრემიუმ კანფეტების მაღაზიათა ქსელი "ჯელი ბელი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ისთ ფოინთის ფილიალში.
ჩვენ გთავაზობთ კარიერული განვითარების შესაძლებლობას, კომფორტულ და მეგობრულ გარემოს, თქვენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს.
მოთხოვნები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი.
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ორგანიზებულობა.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის მიწოდება/კონსულტაციის გაწევა.
** მომხმარებლისთვის მეგობრული და სასიამოვნო გარემოს შექმნა.
** პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის ცოდნა.
** ბრენდის სტანდარტების უმაღლეს დონეზე დაცვა.
** მაღაზიის სალაროს ოპერაციების შესრულება;
** ფილიალის გახსნა/დაკეტვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ანაზღაურება: ფიქსირებული 30 ლარი + ბონუსი გაყიდვების 2%
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მეილზე: retail@ollivandergroup.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555 513 909.