www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ინჟინერი
მომწოდებელი: ლოპოტა სპა რეზორტი
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 25 აგვისტო

სასტუმრო "ლოპოტა სპა რეზორტი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ინჟინრის პოზიციაზე.

ლოპოტა სპა რეზორტი 2008 წელს დაარსდა როგორც შვიდოთახიანი საოჯახო ტიპის სასტუმრო. რეზორტი ყოველდღიურად ვითარდება და იზრდება. ბუნებრივი ტბის გარშემო გაშენებული ლოპოტა სპა რეზორტი დღესდღეობით 232 ოთახს აერთიანებს, რომელიც ტბის გარშემო 15 შენობაშია განაწილებული. რეზორტის უზარმაზარი დახურული ტერიტორია მოიცავს ღია და დახურულ აუზებს, საუნასა და ჯაკუზის, ფიტნეს ცენტრს, სხვადასხვა სახის რესტორნებს, ღია ბუნგალოებს და ბარებს, კალათბურთის და ხელბურთის კორტებს, მინი გოლფის მოედანს, სათევზაო სივრცეს და საჯინიბოს, ლოპოტას ტყის სპას, შატო ბუერას და არაერთ სხვა გასართობ საშუალებას როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის
სასტუმრო "ლოპოტა სპა რეზორტი" -ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხიანი მომსახურებით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.lopotaresort.com/ge/

"ლოპოტა სპა რეზორტი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სასტუმროს მომსახურებებზე Friends and Family Rates
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფის საჭირო პროცესების ორგანიზება და მართვა;
** საინჟინრო (გათბობა-გაგრილების, ელექტრობის, წყალგაყვანილობის) სისტემების გამართულად მუშაობისთვის შესაბამისი პროცესების დაგეგმვა და მართვა;
** გენერალურ შემოწმებების ორგანიზება და მართვა;
** მიმდინარე და გეგმური სარემონტო სამუშაოების განრიგს გაწერა და შესრულების კონტროლი;
** ტექნიკური სამსახურის საწყობის წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით აღწერა;
** გენერალურ მენეჯერთან წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით ანგარიშგება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით;
** საინჟინრო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** გუნდის მართვის უნარი;
** სამუშოს განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ოპერატიული;
** კომუნიკაბელური.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თელავი, სოფ. ნაფარეული

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2022 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@lopota.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |