www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: რესტორანი ლიტერა
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

"რესტორანი ლიტერა" აცხადებს კონკურსს მზარეულის (4 ვაკანსია) პოზიციაზე.

რესტორნების ქსელი "ლიტერა" საქართველოს ბაზარზე 5 ობიექტით ოპერირებს. ამჟამად გვაქვს ვაკანსიები თბილისში, ქალაქის ისტორიულ უბნებში.

მისამართი: მწერალთა სახლი, მაჩაბლის ქ. 13

დასაქმებულს ვთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს;
** დაწინაურების პერსპექტივას;
** პროფესიულ ზრდას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ორჯერადი კვება;
** სამუშაო ცვლის შემდეგ ტაქსით სახლამდე ტრანსპორტირება კომპანიის ხარჯზე;
** მიმზიდველ ხელფასს.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 5/2-ზე, 9 საათიან ცვლებში (მათ შორის. 1 საათი შესვენებაა), თვეში საშუალოდ 21 ცვლა
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით - 1100 -დან 1300 ლარამდე (net) და დამატებით თიფები (ჩაი)

ფუნქცია-მოვალეობები:

** კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით;
** ინგრედიენტების მარაგების კონტროლი;
** პროდუქციის ხარისხის, გემოვნური თვისებებისა და ვადების კონტროლი;
** ახალი რეცეპტურისა და კალკულაციების შედგენა-განახლებაში მონაწილეობის მიღება;
** მოწესრიგებული უნიფორმის ტარება;
** სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
** ქართული და ევროპული სამზარეულოს ცივი და ცხელი კერძების მომზადება;
** კერძების გაფორმება და მომზადება სერვირებისთვის;
** საკვები ან სასმელი პროდუქტების, ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში;
** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი.

სავალდებულო მოთხოვნები:

** ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** კერძების მომზადებისას დადგენილი კალკულაციის დაცვა;
** სისუფთავის კონტროლი;
** შეკვეთაზე სწრაფი რეაგირება;
** ფიზიკური და მენტალური გამძლეობა;
** შესაბამისი განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ პირს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hrcafelittera@gmail.com ან დარეკეთ ტელ: +995 577 741661

ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მზარეული"

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |