www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფსიქოლოგი, პერსონალის შერჩევის სპეციალისტი
მომწოდებელი: International Assistance Group
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

კომპანია "International Assistance Group" იწვევს კანდიდატებს ფსიქოლოგის და პერსონალის შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კანდიდატებთან გასაუბრების ჩატარება, ინტერვიუ სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით;
** ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა კანდიდატების შერჩევისას;
** დასკვნების გამოტანა;
** დოკუმენტაციის შევსება;
** პირადი ფაილების შენახვა;
** მონაცემთა ბაზების შექმნა/მართვა.
** კანდიდატების დოკუმენტების არქივირება.

საჭირო კვალიფიკაცია, პიროვნული თვისებები და უნარები:

** უმაღლესი ფსიქოლოგიური განათლება;
** მუშაობის/შეფასების მეთოდოლოგიების შემუშავების უნარ-ჩვევები; ინდივიდუალური კონსულტაციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** ეთიკური სტანდარტებისა და პროფესიული ეთიკის კოდექსის ყველაზე მნიშვნელოვანი დებულებების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა, საიმედოობა და სიზუსტე;
** საკუთარი მუშაობის დამოუკიდებლად ორგანიზების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სპეციალობა "კლინიკური ფსიქოლოგია" იქნება თქვენი უპირატესობა.
** უცხო ენების ცოდნა იქნება თქვენი უპირატესობა.

ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტის მისამართზე: iagroup.gl@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ფსიქოლოგი - პერსონალის შერჩევის სპეციალისტი".

დამატებითი ინფორმაცია:

** ოფიციალური დასაქმება;
** მამოტივირებელი სამუშაო გარემო, რომელიც ორიენტირებულია პროგრესზე და უწყვეტ განვითარებაზე;
** ინდივიდუალური და პროფესიული განვითარება საერთაშორისო გარემოში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |