www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რუსულენოვანი ქართული ენის პედაგოგი
მომწოდებელი: გოგა ასკურავას ენების ცენტრი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

"გოგა ასკურავას ენების ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას რუსულენოვანი ქართული ენის პედაგოგის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: საათობრივი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის №29/ კოკა კლდიაშვილის №1

ძირითადი მოვალეობები:

** რუსულენოვან მსმენელებს შეასწავლოს ქართული;
** ინდივიდუალური ან ჯგუფური გაკვეთილების ჩატარება მსმენელებთან;
** ინდივიდუალური და ჯგუფური მსმენელებისთვის პროგრამის და სილაბუსის შედგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ქართული ენის ფილოლოგიის მიმართულებით;
** რუსული ენის ცოდნა C2 დონეზე;
** ქართული ენის პედაგოგად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სისწრაფე და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო;
** მეგობრული და კვალიფიციური გუნდი;
** ჩვენი სასწავლო ცენტრის პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე სწავლების განსხვავებული და ახალი მეთოდები.

წარსადგენი დოკუმენტაცია: კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის და სერტიფიკატის ასლი;

შესაბამისი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და მოთხოვნილი დოკუმენტაცია ელექტრონული სახით: hr@gaiholding.com.ge მისამართზე 2022 წლის 5 ოქტომბრამდე.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შერჩევა ჩატარდება ორ ეტაპად:

** პირველი ეტაპი - გასაუბრება.
** მეორე ეტაპი - საჩვენებელი გაკვეთილი (10 წუთიანი);



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |