www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექაუნთ მენეჯერი
მომწოდებელი: Qarva
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

ინოვაციების კომპანია "ქარვა" ქმნის სატელევიზიო პროგრამულ უზრუნველყოფას და უკვე 15 წელზე მეტია ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

"ქარვას" წარმატებული და ცნობილი სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი საქართველოში წარმოდგენილია SilkTV-ის სახით.
2017 წელს ლონდონში ქარვას ტექნოლოგია, მულტიპაიპი, წარდგენილი და დაჯილდოებული იყო როგორც საუკეთესო სტრიმინგის ინოვაციური ტექნოლოგია. 2018 წლიდან ქარვა გახდა DVB (DVB - Digital Video Broadcasting - https://dvb.org)-ის წევრი.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.

ქარვაში შესაძლებლობა გექნებათ ისწავლოთ, განვითარდეთ და დაწინაურდეთ თქვენთვის სასურველი მიმართულებით.

საქმიანობის შესახებ:

"ქარვაში" ექაუნთ მენეჯერის როლი მოიცავს კლიენტებთან და სერვისის მიმღებ კომპანიებთან ხანგრძლივი და სანდომიანი ურთიერთობის დამყარებას, არსებული კლიენტების პორტფოლიოს მეთვალყურეობას, ახალი ბიზნეს იდეების განვითარებას და გაყიდვების ახალი შესაძლებლობების მუდმივ ძიებას.

ექაუნთ მენეჯერის პოზიცია მოიცავს შემდეგ მოვალეობებს:

** არსებული დამკვეთების კონტრაქტების ჯეროვანი შესრულების ხელშეწყობა ბიზნეს განვითარების მიმართულების ხელმძღვანელთან და კომპანიის დირექტორთან ერთად;
** არსებული დამკვეთების ბიზნეს მოთხოვნების ანალიზი, ყველა ტექნიკური მოთხოვნის მონიტორინგი, სათანადო რეზოლუცია;
** პროექტის მიმდინარეობის, ტექნოლოგიური საკითხების, განვითარების გეგმის შესრულების მონიტორინგი დეველოპმენტისა და პროდუქტების მიმართულების ხელმძღვანელებთან მუდმივი კომუნიკაციით;
** ფინანსური საკითხების და პრობლემების მონიტორინგი და გადაჭრის ხელშეწყობა ფინანსურ დირექტორთან ერთად;
** პროექტის მსვლელობის დროს დამკვეთთან მუდმივი კომუნიკაცია პროექტის სტატუსთან, გამოწვევებთან და წარმატებებთან დაკავშირებით;
** დამკვეთის კმაყოფილების დონის სისტემატური კონტროლი, ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში - ზრდის მეთოდებისა და ინსტრუმენტების მოძიება-იმპლემენტაცია;
** კლიენტის ან მენეჯმენტის მოთხოვნის შესაბამისად რეპორტების მომზადება.

ამ პოზიციაზე დაგჭირდება:

** IT ექაუნთ/გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** Software Development ბიზნესში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად;
** ტექნოლოგიის და პროდუქტის კონცეფციის გაგების უნარი, რათა მიაწოდოს მათი ღირებულება კლიენტს;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

როგორი უნარ-ჩვევები უნდა გქონდეს რომ გახდე ქარველი?

** მოსმენის, მოლაპარაკების და პრეზენტაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** დისციპლინირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** საქმეზე ორიენტირებულობა

როგორი გამოცდილება იქნება შენთვის ქარვაში მუშაობა?

** კომფორტული, მეგობრული გარემო
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** მხარდამჭერი გუნდი
** მდიდარი ორგანიზაციული კულტურა
** ყოველდღიური ლანჩი
** ჯანმრთელობის დაზღვევა

ანაზღაურება: ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით, ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 8 საათიანი გრაფიკი 1 საათიანი შესვენებით.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ი. გამყრელიძის №3

გადმოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე: HR@qarva.com და სათაურში სასურველი პოზიციის მითითება არ დაგავიწყდეს.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ქარვა" უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი წესით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ გსურთ მიიღოთ ინფორმაცია შპს " ქარვაში" დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@qarva.com.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |