www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ნიუ ვიჟენ კოსმეტიკს
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

ბრენდების "Éclair", "Rubella", "Dramers" ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში კომპანია "ნიუ ვიჟენ კოსმეტიკს" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;
** ანაზღაურება: 900 ლარი.

მოვალეობები:

** თანამშრომლების ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა და კონტროლი;
** ტექნიკური საწყობის ყოველდღიური ფუნქციონირების მართვა;
** პროდუქციის მიღების, განაწილების და დაბრუნების პროცესების მონიტორინგი;
** მიღებული თუ გაცემული პროდუქციის პროგრამული ასახვა;
** ელექტრონული ზედნადებების სისწორის შემოწმება;
** საწყობში ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შრომითი ნორმებისა და წესების დაცვით ორგანიზების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის დაბრუნებისას წამოჭრილი პრობლემების აღმოფხვრის მონიტორინგი;
** მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და პროცესის კონტროლი;
** ტექნიკურ საწყობში პროდუქციის განლაგებისას სასაწყობო ფართის რაციონალურად გამოყენება;
** მატერიალური ფასეულობების სახეობის, ზომების, მარკებისა და სხვა ხარისხობრივი მაჩვენებლების კონტროლი;
** ხელშეკრულებების პირობების დაცვა ტვირთვის, გადაზიდვისა და შენახვის პროცესში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: newvisioncosm@gmail.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "საწყობის მენეჯერი". წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |