www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: მადარტ დელივერი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

კომპანია "მადარტ დელივერი" სამუშაოდ გიწვევთ ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 1200-1500 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვა პროგრამაში;
** დებიტორ/კრედიტორი ორგანიზაციების კონტროლი;
** შესყიდვები და მასთან დაკავშირებული ოპერაციები, დოკუმენტაციის მონიტორინგი;
** სასაქონლო მარაგების ჩამოწერა, ნაშთების კონტროლი;
** საჭირო დოკუმენტაციის შედგენა/შემოწმება;
** გადარიცხვები და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვა/კონტროლი;
** ხელფასის დარიცხვისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება;
** პერიოდულად სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება;
** საქმიანობიდან გამომდინარე უშუალო ხელმძღვანელის მითითებით სხვადასხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასურველია;
** უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით;
** აუცილებელია MS Office-ის სრულყოფილად ცოდნა.

მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@mdelivery.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |