www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: Georgian AirLink
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია "Georgian AirLink"-ი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა/ძირითადი მოვალეობები:

** ადამიანური რესურსების მენეჯმენტი და ადმინისტრირება;
** კადრების მოძიება, შერჩევის კრიტერიუმების შემუშავება და ახალი კადრების შერჩევის პროცესის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლების შიდა განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
** შრომითი ხელშეკრულებების ადმინისტრირება, შესაბამისი ვადების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება HR მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამის კარგად ცოდნა: Word, Excel, PowerPoint, Outlook;
** სასურველია უცხო ენის (რუსული/ინგლისური) სასაუბრო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ; შაბათი 10:00-15:00 სთ
** კვირა-დასვენება
** ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად: 800-დან 1000 ლარამდე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@airlink.ge.
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |