www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C ადმინისტრატორი
მომწოდებელი: კოლორ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

კომპანია "კოლორ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას 1C ადმინისტრატორის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://colorgroup.ge

ძირითადი მოვალეობები:

** პროგრამული უზრუნველყოფის (1C ERP) ადმინისტრირება;
** 1C პროგრამაში საბუღალტრო/ფინანსური ინფორმაციის შეყვანა;
** პროგრამაში ახალი ფუნქციონალური მოდულების დამატების ადმინისტრირება და თანამშრომლებისათვის (მომხმარებლებისათვის) წარდგენა-ტრენინგი;
** 1C მომხმარებლის დარეგისტრირება;
** პროგრამის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მონაცემთა ბაზის განახლება;

აუცილებელი მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00, შაბათი მორიგეობით.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ე. ბაღდავაძის ქ. N 3.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@colorgroup.ge. ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |