www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხის პროდუქტის წარმოების თანამშრომელი
მომწოდებელი: Cnick
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

"კნიკი" არის მაღალტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ავითარებს და აწარმოებს ჭკვიან სამკაულებს. ჩვენი პროდუქტი იყიდება მსოფლიოს მასშტაბით 20-ზე მეტ ქვეყანაში.

დამატებით ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს, რომლებიც იმუშავებენ "კნიკის" ჭკვიანი ბეჭდებისა და სამაჯურები დამზადებაზე.

საქმიანობას შევასწავლით ადგილზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** საჭიროა ხეზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, თუნდაც მოყვარულის დონეზე;
** დეტალებზე დაკვირვებულობა;
** მოწესრიგებულად და სუფთად მუშაობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ხის მაღალტექნოლოგიური ბეჭდებისა და სამაჯურების დამზადება;
** საწარმოო სტანდარტებით ხელმძღვანელობა ბეჭდის დამზადების პროცესში.

პირობები:

** სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: 1, 000-1, 500 ₾ (ეტაპობრივად მზარდი).

მისამართი: ისანი, თბილისი.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, მოკლედ გვიამბოთ თქვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ და გამოგვიგზავნოთ თქვენი ნამუშევრების სურათები ელფოსტაზე: hiring@cnick.io. Subject-ში აუცილებლად ჩაწერეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |