www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: F&B ცვლის უფროსი
მომწოდებელი: Ramada by Wyndham Tbilisi Old City
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

"Wyndham Hotels and Resorts" არის სასტუმროების ქსელი რომელიც დაარსდა 1981 წელს ნიუ ჯერსიში, აშშ. ქსელი გამოირჩევა მსოფლიოში ყველაზე მეტი ფრენჩაიზების რაოდენობით და აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Baymont, La Quinta, Ramada, Wyndham და სხვა.

"Ramada by Wyndham Tbilisi Old City" მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში. სასტუმროს ტერასიდან იშლება ხედი ქალაქზე. ტერიტორიაზე უძველესი ისტორიული მარანი, რესტორანი და ტერასაა განთავსებული. მარანი, რომელიც მშენებლობის დროს სრულიად შემთხვევით იქნა აღმოჩენილი, საუკუნეებს ითვლის და დღეს თავისი ფუნქციები სრულად აქვს აღდგენილი. ძველი თბილისის ხასიათის თანხვედრა სასტუმროს თანამედროვე სტილთან ესთეტიკურ ერთიანობას ქმნის და სტუმარს ყოველთვის სასიამოვნო გარემოს უქმნის.

სასტუმრო "Ramada by Wyndham Tbilisi Old City" აცხადებს ვაკანსიას კვებისა და სასმელების დეპარტამენტში ცვლის უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს კვების ობიექტებზე სასმელებისა და კვების დეპარტამენტში მაღალი სტანდარტით სერვისის უზრუნველყოფა და სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება;
** სტუმრებისაგან შეკვეთის მიღება და დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
** სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** ცვლის განმავლობაში საოპერაციო საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველყოფა, რესტორნის დარბაზის მომზადება სტუმრების მისაღებად;
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მასზე მიმაგრებული კონკრეტული პროდუქციის მარაგების კონტროლი და მონიტორინგი;
** მომსახურების სტანდარტების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, სისუფთავისა და საკვების უსაფრთხოების კანონმდებლობის სრული დაცვა;
** რესტორნის საოპერაციო სისტემაში საკვებისა და სასმლის ხარჯების, ჩეკების, დარიცხვის ასახვა;
** სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში სწრაფი რეაგირება და პრობლემის მოგვარება, F&B ზედამხედველის დროული ინფორმირება;

საჭირო უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნებისა და შედეგებზე ორიენტირებულობის უნარი;
** სტუმრის კმაყოფილებაზე ორიენტირებული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული;

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:

** სასმელებისა და კვების მიმართულებით ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სარესტორნო საოპერაციო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: hr@ramadatbilisioldcity.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი, 2022 წელი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |