www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი/ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: შალვინო
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

შპს "შალვინო" არის ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია 15 წლიანი გამოცდილებით.

შპს "შალვინო" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის/ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა (ყოფილი საბურთალოს ქუჩა)
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონე)
** იმპორტის ან შესყიდვების მიმართულებით გამოცდილება
** Excel, Word, Power point საბაზისო ცოდნა
** უპირატესობა მიენიჭება დიზაინერული პროგრამების მცოდნე კანდიდატს (Adobe illustrator, Corel)

მოვალეობები:

** მოლაპარაკების წარმოება მომწოდებლებთან
** ფასების კვლევა და მუდმივი კონტროლი
** საჭირო მასალების შესყიდვა
** ზედნადებში მითითებული ფასების კონტროლი
** შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირების ორგანიზება
** მიღებული პროდუქციის რაოდენობის კონტროლი (საწყობის გამგესთან ერთად)
** ახალი დიზაინების დამუშავება კლიენტთან ერთად
** დამუშავებული და კლიენტთან შეთანხმებული ინფორმაციის შენახვა ბაზაში
** კლიენტისთვის საწყობში არსებულ მარაგებზე ინფორმაციის მიწოდება
** ჩამოსხმის პროცესის დაწყებამდე ეტიკეტების შემოწმება, PDF ვერსიის
** შტრიხკოდების შეკვეთა
** აქციზური მარკების მიღება-გაგზავნა ქარხანაში
** კურიერებთან ურთიერთობა
** ტრანსპორტირების გზების დაგეგმვა
** შესყიდული პროდუქციის ნაშთის კონტროლი
** ოფისისთვის საჭირო ნივთების შეძენა
** ექსპორტის მენეჯერთან ერთად ჩართულობა სხვადასხვა კონკურსების/გამოფენების მოსამზადებელ პროცესებში
** სხვა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება

უნარ-ჩვევები:

** კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება
** მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება
** დროის მართვა
** დეტალებზე ორიენტირებული; პუნქტუალური
** პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: info@shalvino.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |