www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ონლაინ გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Apollo.Ge
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

"Apollo.Ge" წარმოადგენს ინტერნეტ მაღაზიას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის ონლაინ შესყიდვას ყველაზე ხელსაყრელი შეთავაზებებით.

კომპანიას ესაჭიროება და ეძებს გუნდის წევრს, რომელიც გაყიდვების უნარ-ჩვევებით, ორგანიზაციული ნიჭითა და პასუხისმგებლობით შეასრულებს მის მოვალეობებს, მოემსახურება მომხმარებლებს და მართავს განვადების სისტემას.

ინტერნეტ მაღაზია "Apollo.ge" გთავაზობთ დასაქმებას ონლაინ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი
ასაკი: 18-29 წელი
სქესი: მდედრობითი

სამუშაო მოვალეობები:

** ინტერნეტ და სატელეფონო გაყიდვების მართვა
** ონლაინ განვადებების სისტემის მართვა
** პრობლემური სიტუაციების მართვა
** სხვა შესაბამისი საორგანიზაციო საკითხების მართვა

სამუშაო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან/და კლიენტთა მომსახურების სფეროში
** გაყიდვის უნარ-ჩვევები
** დისციპლინა და მოწესრიგებულობა
** გამართული მეტყველების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა
** მიზანსწრაფვა წინსვლასა და განვითარებაზე

ანაზღაურების სისტემა: ფიქსირებული ხელფასი 600 ლარი + ბონუსების სისტემა გაყიდვების მიხედვით.
სამუშაო ადგილი და გრაფიკი: სამუშაო ხორციელდება სახლიდან, კვირაში 6 დღე, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკით, 2 სხვადასხვა ცვლაში: 09:00 - 17:00 მდე, 17:00 - 01:00 მდე (კვირის მანძილზე თანამშრომლის სამუშაო ცვლებს განსაზღვრავს კომპანია).

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და დაინტერესებული ხართ ვაკანსიით, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტაზე: apollocompany1234@gmail.com

ვებ-საიტი: https://www.apollo.ge/
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/www.apollo.ge/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |