www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამეურნეო სამსახურის დამხმარე
მომწოდებელი: ევექსის ჰოსპიტლები
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 4 ოქტომბერი

"ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს სამეურნეო სამსახურის დამხმარის ვაკანსიას თბილისში.

"ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, ქინძმარაულის #1
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო დაწესებულების ყოველდღიური შემოვლა, პრობლემების დაფიქსირება, ანგარიშის ჩაბარება უშუალო ხელმძღვანელთან და დაფიქსირებული პრობლემების აღმოფხვრა;
** სამეურნეო და ტექნიკური კუთხით წარმოქმნილ პრობლემებზე სწრაფი რეაგირება და მოგვარების უზრუნველყოფა;
** ელექტრო მეურნეობის მომსახურება;
** სანტექნიკური სამუშაოების წარმოება;
** ჟანგბადის მიწოდების სისტემის გამართული მუშაობის კონტროლი;
** საქვაბე სისტემის გამართული მუშაობის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია საშუალო განათლება;
** სასურველია ტექნიკური პროფესიული განათლება;
** სასურველია ელექტრო გაყვანილობასთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება სამედიცინო, ან/და სხვა დაწესებულებაში.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სხარტად აზროვნების უნარი;
** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** პრობლემის იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი.
.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 4 ოქტომბერი, 2022

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ატვირთოთ ბმულზე: https://evexhospitals.ge/ka/vacancy/sameurneo-samsaxuris-damxmare-/881

დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 527 862

"ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |