www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: Crystal Communication Georgia
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

"Crystal Communication Georgia" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი - სასურველია კომპიუტერულ მეცნიერებათა ან ინფორმატიკის განხრით;
** Windows და Linux-ის ტიპის ოპერაციული სისტემებთან მუშაობის ცოდნა;
** Windows Server ტიპის ოპერაციული სისტემებთან მუშაობის ცოდნა და ადმინისტრირება;
** პერიფერიულ მოწყობილობებთან მუშაობის ცოდნა;
** LAN/WAN/WiFi/VPN ქსელების ცოდნა (კონფიგურირება/ადმინისტრირება);
** VoIP ტექნოლოგიების მუშაობის პრინციპების ცოდნა-გამოცდილება;
** სარეზერვო (Backup) სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ვირტუალიზაციასთან მუშაობის გამოცდილება (Hyper-V, VMware);
** ანტივირუსული უსაფრთხოების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ქსელური ინფრასტრუქტურის დაგეგმარება;
** IT სფეროში არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

უპირატესობად ჩაითვლება:

** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (Oracle, MS SQL, DB2, ან MySQL)
** უსაფრთხოების CCTV სისტემების (ვიდეო-აუდიო) მონტაჟი და მხარდაჭერა
** ასევე, კომპანიების (Avaya, NICE Systems, Cisco, VMware, IBM, NetApp, Citrix, Websense, Aruba, Symantec, McAfee, PRTG) ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება. (შესაბამისი სერტიფიკატების დასტურით)

პიროვნული მოთხოვნები:

** ენების ფლობა: ქართული სრულყოფილად, რუსული და ინგლისურის კარგი ცოდნა;
** შრომისმოყვარეობა, კეთილსინდისიერება, თავაზიანობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი.
** ორგანიზებულობა, ყურადღებიანობა და ანალიტიკური აზროვნება;
** დასახული ამოცანების პრიორიტეტებად დაყოფა-დაგეგმარების უნარი;
** სტრესულ ვითარებაში დასახული ამოცანების შესრულების უნარი;
** უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მოტივირებული მიზანდასახულობა და თვითგანვითარებაზე ზრუნვა;
** წერილობითი ფორმით გადმოცემისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოების უნარი.

მოვალეობები:

** მწარმოებელი, პარტნიორი კომპანიების პროდუქტების სრულყოფილი შესწავლა და კვალიფიკაციური დონის ამაღლება;
** სისტემის (პროდუქტების) ფუნქციონირების და შესაძლებლობების (ტექნიკური) პრეზენტაცია;
** კომპანიაში არსებული პროექტების ტექნიკური მხარდაჭერა, (დისტანციური მართვის მეშვეობით - საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან ადგილზე ვიზიტით);
** კომპანიის მიერ დასახული ტექნიკური ამოცანების ჩამოყალიბება, დაგეგმარება და დოკუმენტირება;
** მომხმარებელთა კითხვებზე დროული რეაგირება, ვითარების სწორი შეფასება, ტექნიკურად მართებული გადაწყვეტილების მიღება, პრობლემატური საკითხების სწრაფი და ხარისხიანი გზით მოგვარება;
** კომპანიის ახალ და მიმდინარე პროექტების დანერგვაში აქტიური მონაწილეობა (კომპეტენციის ფარგლებში), როგორც საქართველოს, ისე მის ფარგლებს გარეთ;
** კომპანიის საბაზო ცოდნა-განვითარებაში წვლილის შეტანა.

კანდიდატების შერჩევა:

კანდიდატები შეირჩევიან ორ ეტაპად:

1. გასაუბრების საფუძველზე
2. ტესტირება (ცოდნის დონის შეფასება)

გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს ვაკანსიის მოთხოვნებს.

სამუშაო პირობები:

** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
** პირველ სამ თვეში: პირველი დონის ფიქსირებული ანაზღაურება (ცოდნისა და შედეგების მიხედვით)
** შემდგომ სამ თვეში: მეორე დონის ანაზღაურება (ცოდნისა და შედეგების მიხედვით)
** ექვსი თვის გასვლის შემდეგ (ჩატარებული სამუშაოების შეფასების შემდგომ) სპეციალისტს გაუფორმდება მინიმუმ ერთწლიანი კონტრაქტი
** სრული სამუშაო გრაფიკი (10-დან 19-საათამდე)
** ანაზღაურება განხორციელდება ცოდნისა და კვალიფიკაციის მიხედვით

დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე info@crystalcomm.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |