www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: მალთივერს
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 31 დეკემბერი

კომპანია "მალთივერს" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სამართლებრივი საქმიანობის უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან კომუნიკაცია კომპეტენციის ფარგლებში;
** საქართველოს ეროვნულ ბანკთან (სებ) კომუნიკაცია, ახალი პროექტების შეთანხმება, სების შეკითხვებზე პასუხების/განმარტებების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
** პროექტის/ების აღწერილობებისა და საგადახდო სქემების მომზადება შესაბამისი თანამშრომლების ჩართულობით კომპეტენციის ფარგლებში;
** დისტანციური იდენტიფიკაციის პროექტის აღწერილობის მომზადება შესაბამისი თანამშრომლების ჩართულობით, ამასთანავე, აღნიშნულის შეთანხმება სებთან;
** საგადახდო მომსახურებასთან, ექვაირინგთან და საგადახდო მომსახურების ფარგლებში ყველა სახის სამართლებრივი დოკუმენტის მომზადება;
** საგადახდო მომსახურების ფარგლებში, საკანონმდებლო სიახლეებისთვის თვალყურის დევნება და შესაბამისობის უზრუნველყოფა შესაბამისი თანამშრომლების ჩართულობით;
** კომპანიის სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის უზრუნველყოფა საქპატენტში;
** სხვა კომპანიების მიერ წარდგენილი ხელშეკრულებების/დოკუმენტაციის ექსპერტიზა/ კორექტირება;
** სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** ეროვნულ ბანკთან ურთიერთობის სამ წლიანი გამოცდილება;
** საგადახდო მომსახურების პროვაიდერ კომპანიაში ან/და ბანკში ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტში იურისტად მუშაობის სამ წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის კარგად ცოდნა (წერა, მეტყველება);

უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** არგუმენტირების და დასაბუთების უნარი;
** პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაჭრის უნარი;
** გამართულად მეტყველებისა და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული;
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@multiverse.ge 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |