www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: ჯეპი
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

კომპანია "GeoPaper" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://geopaper.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტაციის მიღება, წარმოება, დაარქივება და კონტროლი;
** პირველადი დოკუმენტაციის შექმნა;
** სასაქონლო ზედნადების, ანგარიშ-ფაქტურების გაწერა და პროგრამაში ასახვა; ინვოისისა და მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა;
** ბუღალტრული ოპერაციებისა და დოკუმენტაციის წარმოება საბუღალტრო პროგრამაში;
** სალაროსთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება და კონტროლი;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების, ან საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით;
** სასურველია FINA-ში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების, კერძოდ Excel-ის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათი, შაბათი მორიგეობით.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ენუქიძის ქუჩა # 7
ანაზღაურება: საწყისი 600

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: ir@palitra.ge. ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |