www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სარემონტო-მექანიკური საამქროს ხარატი
მომწოდებელი: მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

შპს "მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას სარემონტო-მექანიკური საამქროს ხარატის პოზიციაზე.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სარემონტო-მექანიკური საამქროს ხარატის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური ან საინჟინრო განათლება;
** მსგავს სფეროში (მოცემულ ან მონათესავე დარგებში) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

სარემონტო-მექანიკური საამქროს ხარატმა უნდა იცოდეს:

** მოქმედი სტანდარტები, პროცედურები, ინსტრუქციები და საექსპლუატაციო დოკუმენტები;
** დაზგებსა და ხელსაწყოებზე მუშაობის წესები;
** შრომის უსაფრთხოების დაცვის ინსტრუქციები;
** კომპანიის პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიის ძირითადი ასპექტები;
** გარემოსდაცვითი და შრომითი კანონმდებლობის საფუძვლები;

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა, მოწესრიგებულობა და ორგანიზების უნარი;
** გუნდურად მუშაობის და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** პრობლემის იდენტიფიცირებისა და სწორად გადაჭრის უნარი.

სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 18:00-მდე

დამსაქმებელი დამატებით უზრუნველყოფს დასაქმებულს ჯანმრთელობის დაზღვევით შრომითი ურთიერთობის განმავლობაში.

მისამართი: ქ.თბილისი, პ.ქავთარაძის N46
ტელეფონი: 032 2 302 287
ელ.ფოსტა: contact@geoisotopes.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |